თბილისი, 4 იანვარი - Sputnik. საქართველოდან სომხეთისკენ მიმავალ გზაზე დაახლოებით ხუთი კილომეტრის სიგრძის საცობი შეიქმნა, იუწყება Sputnik-სომხეთის კორესპონდენტი.
საერთაშორისო მნიშვნელობის C-7 ავტომაგისტრალზე რიგი სოფელ სადახლოდან იწყება.
საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთის დრო (საცობის ჩათვლით) ამჟამად სამ საათს აღწევს.
საცობის მთავარი მიზეზი 30 და 31 დეკემბერს ახალი წლის დღესასწაულებზე საქართველოში გამგზავრებული მოქალაქეების მასობრივი დაბრუნებაა სომხეთში.