მართვის მოწმობა საახალწლოდ: საქართველოში ბევრ მძღოლს სიურპრიზი ელის

Sputnik
თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. მძღოლები, რომლებმაც მართვის მოწმობა 100 ქულის ჩამოჭრის გამო დაკარგეს, 1 იანვრიდან კვლავ შეძლებენ ავტომობილის მართვას.
საქართველოში 780 ასეთი მძღოლია, მათ მართვის მოწმობაზე კვლავაც 100 ქულა გაუხდებათ, ისევე როგორც სხვა მძღოლებს.
მართვის მოწმობის ქულები ყოველწლიურად ივსება, ხოლო მძღოლმა შეიძლება ეს ქულები საგზაო წესების დარღვევის გამო დაკარგოს.
ქულების მინიმალური რაოდენობაა 5, მაქსიმალური კი 100.
ქულების განულების შემთხვევაში, მძღოლი კარგავს მართვის მოწმობას და მისი აღდგენა გამოცდის ხელახლა ჩაბარების შემდეგ არის შესაძლებელი.