თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები, ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობის, ქარბუქისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია:
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 93-107-ე კმ (გუდაური(ფოსტა)-კობი) მონაკვეთზე,
ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 1-22-ე კმ (ორბელის უღელტეხილი) მონაკვეთზე,
ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 68-87-ე კმ (ცაგერი-ლენტეხი) მონაკვეთზე,
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 103-118-ე კმ (კურორტი გოდერძი-უტყისუბანი) მონაკვეთზე,
ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-72-ე კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე,
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე,
ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 53-106-ე კმ (კორშა-შატილი) მონაკვეთზე,
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 30-100-ე კმ (ჯვარი-ლახამულა) და 185-190-ე კმ (უშგული-ლასდილი) მონაკვეთებზე.
ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია შემდეგ მონაკვეთებზე:
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-106-ე კმ მონაკვეთზე,
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 110-146-ე კმ მონაკვეთზე
ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 40-141-ე კმ (ქორენიში-შოვი) მონაკვეთზე
დიდთოვლობის გამო, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია შემდეგ გზებზე:
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 0-22-ე კმ (ორბელის უღელტეხილი) მონაკვეთზე,
ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 42-67-ე კმ (ოფიტარა-ცაგერი) და 86-125-ე კმ(ცაგერი-მელე) მონაკვეთზე
ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 50-103-ე კმ მონაკვეთზე.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ101-კმ184 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
საავტომობილო გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.