შიდა ქართლში მინუს 17: საქართველოში საგრძნობლად აცივდება

შესაძლოა მნიშვნელოვნად დაზიანდეს სუბტროპიკული კულტურები და ვაზის ნარგავები, აღნიშნავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში
Sputnik
თბილისი, 1 იანვარი - Sputnik. საქართველოში 3 და 4 იანვარს ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემაა მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სინოპტიკოსების პროგნოზით კოლხეთის დაბლობზე ზოგან ღამის ტემპერატურა შესაძლებელია მინუს 8, ხოლო შიდა ქართლში მინუს 17 გრადუსამდე დაეცეს.
„შესაძლოა მნიშვნელოვნად დაზიანდეს სუბტროპიკული კულტურები და ვაზის ნარგავები", - აღნიშულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ძლიერმა ყინვებმა და ლიპყინულმა შესაძლებელია გამოიწვიოს შეზღუდვები საავტომობილო გზების და მაგისტრალების ცალკეულ მონაკვეთებზე და შემოყინულობა ელექტროგადამცემ ხაზებზე (საფრთხის დონე საშუალო).