თბილისი, 1 იანვარი - Sputnik. უკრაინის თავდასხმა ხერსონის ოლქში წინასწარ იყო დაგეგმილი; დრონების სამიზნე მშვიდობიანი მოქალაქეების თავშეყრის ადგილი იყო, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
„2026 წლის ახალი წლის პირველ საათში კიევის რეჟიმმა კიდევ ერთი ტერორისტული აქტი ჩაიდინა რუსეთის რეგიონების მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, - ნათქვამია სამინისტროს Telegram-არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი წლის ღამე 70-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქისთვის ტრაგედიად იქცა.
„ეჭვგარეშეა, რომ თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი; დრონების სამიზნე ახალი წლის აღნიშვნის დროს მშვიდობიანი მოქალაქეების თავშეყრის ადგილი იყო“, - განაცხადეს სამინისტროში.
ხუთშაბათს დილით, რეგიონის გუბერნატორმა ვლადიმირ სალდომ განაცხადა, რომ კაფესა და სასტუმროზე თავდასხმა სამი დრონის გამოყენებით განხორციელდა. წინასწარი ინფორმაციით, 24-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სულ მცირე 50 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი, დაშავდა.
ყველა დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს, ექიმები კი მათი სიცოცხლისთვის ბრძოლას აგრძელებენ.