თბილისი, 1 იანვარი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მიუსამძიმრა შვეიცარიას სათხილამურო კურორტზე ტრაგედიის გამო, რომელმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
„ჩემს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები და ყველას, ვინც დაზარალდა. ჩვენი ფიქრები და სოლიდარობა შვეიცარიელ ხალხთანაა“, - აღნიშნა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ახალი წლის ღამეს, შვეიცარიის ალპურ კურორტ კრანს-მონტანაში მდებარე ბარში ხანძარი გაჩნდა. ვალეს კანტონის პოლიციის ცნობით, 40 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი მძიმედ დაშავდა. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ტერორისტული აქტის ვერსია არ განიხილება.