ილია მეორე: ფეხბედნიერი ყოფილიყოს ეს წელი, იმედით უნდა ვიყოთ

Sputnik
თბილისი, 1 იანვარი - Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა ილია მეორემ მოქალაქეებს ახალი წელი მიულოცა.
ილია მეორემ ახალი წელი განსაკუთრებით ახალგაზრდობას მიულოცა.
„ახალ წელს ჩვენ ვულოცავთ ერთმანეთს ამ დღესასწაულს. გილოცავთ. მივულოცავ ჩვენს ახალგაზრდობას. ფეხბედნიერი ყოფილიყოს ეს წელი. იმედით უნდა ვიყოთ. მართალი ვითარცა ფინიკი აღყუავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისაი განმრავლდეს. ამინ!", – აღნიშნულია პატრიარქის მისალოც წერილში.