მსოფლიო დღეს

თავდაცვის უწყება: კიევი რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე მიზანმიმართულ თავდასხმას გეგმავდა

რომანენკოვის თქმით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის რეზიდენციას ზიანი არ მიუღია
Sputnik
თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის ფედერაციის საზენიტო-სარაკეტო ჯარების მეთაურის, გენერალ-მაიორ ალექსანდრე რომანენკოვის შეფასებით, კიევის მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობა წინასწარგანზრახული და ფრთხილად დაგეგმილი იყო, განაცხადა რომანენკომ ბრიფინგზე, იუწყება РИА Новости.
უკრაინული დრონები სუმისა და ჩერნიგოვის ოლქების ტერიტორიებიდან გაუშვეს.
რომანენკოვის თქმით, უკრაინამ რუსეთის პრეზიდენტის „რეზიდენციაზე შეტევისთვის 91 დრონი გამოიყენა, რომელიც სუმისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან გაუშვა“.
მისი თქმით, თავდასხმა 28 დეკემბერს, დაახლოებით 19:20 საათზე დააფიქსირეს. მისი თქმით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები ბრიანსკის, სმოლენსკის, ტვერისა და ნოვგოროდის ოლქების თავზე დაფრინავდნენ.
„თავდასხმის მოგერიების შედეგად არავინ დაშავებულა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის რეზიდენციას ზიანი არ მიუღია“, - აღნიშნა რომანენკოვმა.
31 დეკემბერს, ორშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინამ ნოვგოროდის ოლქში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაზე დრონებით თავდასხმა სცადა.