თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, 31 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს უმეტეს რაიონში თოვლია მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
„31 დეკემბერის დღის მეორე ნახევრიდან 3 იანვრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით. შესაძლებელია ქარის გაძლიერება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, მთიან რაიონებში მოასალოდნელია ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.
1- 2 იანვარს ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
გარდა ამისა, დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.