თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერიამ დედაქალაქში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოაქვეყნა.
მერიის ცნობით, წელს ყველა საახალწლო ღონისძიება პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება, სადაც „საახალწლო სოფელია" მოწყობილი. „საახალწლო სოფელი" 12 დეკემბერს გაიხსნა და სტუმრებს 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.
ღონისძიებების განრიგი:
30 დეკემბერი
13:00 „რანინას“ კონცერტი
20:00 ანსამბლ "ალილოს" კონცერტი
31 დეკემბერი
13:00 "ნუცას სკოლას"კონცერტი
20:00 ბენდი "ქვევრის" კონცერტი
1 იანვარი
14:00 N studios კონცერტი
20:00 ჯგუფი "ქუჩის ბიჭების" კონცერტი
2 იანვარი
13:00 ნუკრი კაპანაძის სტუდიის კონცერტი
20:00 ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტი
3 იანვარი
13:00 ბზიკების სტუდიის კონცერტი
20:00 ბენდი "ღამის შოუს" კონცერტი
4 იანვარი
13:00 "ბასტი-ბუბუს" კონცერტი
20:00 მუსიკალური საღამო "ზამთრის ჯაზი" - „ელის ბენდი“; მაია ბარათაშვილი და ბენდი New York Tbilisi Connections; TG Band; მარიკო ებრალიძე.
5 იანვარი
13:00 საესტრადო-ვოკალური სტუდია SUNNY STUDIO-ს კონცერტი
17:00 ზვიად ბოლქვაძის ბენდის კონცერტი
20:00 ბენდი "რეგიონის" კონცერტი
6 იანვარი
13:00 ინგას და გიგის საბავშვო სტუდიის კონცერტი
20:00 ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტი
7 იანვარი
13:00 სტუდია "სახეს" კონცერტი
20:00 კონცერტი - „შობის მოლოდინში"
დეკორაციებითა და ინსტალაციებით მორთულ „საახალწლო სოფელში" გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტია განთავსებული. აქვე იმართება მუსიკალური ბენდებისა და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.
საახალწლო სოფელში განთავსდა საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად მასპინძლობს ბავშვებს.
„საახალწლო სოფელი" საზეიმო ღონისძიებით 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული.