წინასაახალწლო ვაჭრობა თბილისის ბაზრებში - ფოტო

ახალი წლის წინ ათასობით ადამიანი პროდუქტების შესაძენად თბილისში არსებულ ბაზრებს მიაშურებს. ნახეთ, რა ხდება ე.წ. ნავთლუღის ბაზარში წლის ბოლო დღეებში.
Sputnik
ქსელური მაღაზიებისა და დიდი სავაჭრო ცენტრების ფასებისგან განსხვავებით, ბაზრობებზე ყველაფერი გაცილებით იაფია. ამიტომაც, მოსახლეობა დროსა და ძალისხმევას არ იშურებს ფულის დასაზოგად.
1 / 21

წინასაახალწლო პერიოდში თბილისის საკოლმეურნეო ბაზრებში ყოველთვის ხალხმრავლობაა.

2 / 21

ათასობით თბილისელი ბაზარში მიდის, რათა საახალწლო კერძებისთვის ინგრედიენტები დაბალ ფასებში შეიძინოს.

3 / 21

წინასაახალწლო პერიოდში იმდენად ბევრი მოვაჭრეა, რომ ისინი ბაზრის ტერიტორიაზე ვერ ეტევიან.

4 / 21

ვაჭრობა პირდაპირ ავტომობილებიდან და გზის სავალ ნაწილზე გაშლილი დახლებიდან ხდება.

5 / 21

მეტრო „სამგორის" გასასვლელთან მოქალაქეებს კანფეტებით სავსე ყუთების გრძელი რიგები ელოდებათ.

6 / 21

ბაზრობაზე შეიძლება იპოვოთ მომავალი წლის მთავარი სიმბოლოს - ცეცხლოვანი ცხენის ფიგურები.

7 / 21

აქ იყიდება გოჭები, რომლის ღირებულება 300 ლარამდე აღწევს.

8 / 21

ბაზარში ბევრ პროდუქციაზე ფასი გაცილებით დაბალია, ვიდრე სახლთან ახლოს მდებარე მაღაზიაში.

9 / 21

თუმცა, ბაზრების გარშემო მოძრაობა იმდენად დატვირთულია, რომ მძღოლები გადაადგილებისას კარგავენ როგორც დროს, ისე საწვავს და თანხას პარკირებისთვის.

10 / 21

ვიღაც პირდაპირ ავტომობილიდან ვაჭრობს.

11 / 21

წინასაახალწლო პერიოდში ჩურჩხელაზე მოთხოვნა იზრდება.

12 / 21

ქართული ნუგბარი, როგორიცაა ტყლაპი, გოზინაყი, ჩურჩხელა და ფელამუში, საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია.

13 / 21

ასევე პოპულარულია ხურმის ჩირი, რომლის ფასიც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

14 / 21

სავაჭრო დახლების რიგებს ბოლო არ უჩანს.

15 / 21

წინასაახალწლო დღეებში განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს თევზი.

16 / 21

ბაზრის ტერიტორიაზე ასევე იპოვით გაყინულ პროდუქტს.

17 / 21

ახალი წლის წინა პერიოდში ქუჩაში დახლებთან უფრო მეტი მოვაჭრეა, ვიდრე ბაზრის შენობაში.

18 / 21

დახლებთან მოქალაქეების რიგები დგას.

19 / 21

ბაზარში მანდარინზე ფასი ორჯერ ნაკლებია, ვიდრე თბილისის ცენტრში არსებულ მარკეტებში.

20 / 21

აქვე შესაძლებელია საახალწლო მორთულობის შეძენა.

21 / 21

ისინი, ვინც ახალი წლის დღესასწაულებზე ბაზარში სავაჭროდ მიდის, ხელცარიელი არ ბრუნდება.