საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
Sputnik
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. თბილისიდან სამხრეთით 60 კილომეტრში, წალკის მუნიციპალიტეტში 3,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტ. ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი 13 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 13:57 საათზე დაფიქსირდა.
ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.