საქართველოდან რუსეთში მანდარინის ექსპორტი შემცირდა

მიმდინარე წლის 11 თვეში საქართველოდან რუსეთის ბაზარზე მანდარინის ექსპორტი, გასული წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით 2,6-ჯერ შემცირდა და 7 ათასი ტონა შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. რუსეთმა საქართველოდან ნოემბერში მხოლოდ 5,2 ათასი ტონა მანდარინი გაიტანა, რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ნათქვამია საქართველოს საბაჟოს მასალებში.
ამგვარად, შემოდგომის ბოლოსთვის მანდარინის რუსეთში გატანა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ერთი მეოთხედით შემცირდა. პროდუქციის ღირებულებამ 3,8 მლნ დოლარი შეადგინა - წინა წელს აღნიშნული მაჩვენებელი 4,3 მლნ დოლარი იყო.
მიმდინარე წლის 11 თვეში საქართველოდან რუსეთის ბაზარზე მანდარინის ექსპორტი, გასული წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით 2,6-ჯერ შემცირდა და 7 ათასი ტონა შეადგინა.
მიუხედავად ამისა, მანდარინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი წილი რუსეთს უკავია - 52%. შემდეგ მოდის სომხეთი - 46,5%. პროდუქციის მცირე რაოდენობა გავიდა ბელარუსში, უკრაინასა და ყაზახეთშიც.