თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. 2025 წლის 1-ელი ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ 194 ბაზარი ფუნქციონირებს, რომელთა მესამედი თბილისშია განთავსებული, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
უწყების ცნობით, რეგიონებში ყველაზე მეტი ბაზარი იმერეთშია, ხოლო ყველაზე ნაკლები — რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - ამასთან, ბაზრების უმეტესობა პროდუქტებისაა.
ბაზრების ძირითადი ნაწილი კერძო საკუთრებაა, 43 ბაზარი ინდმეწარმეთა საკუთრებაშია. სახელმწიფო ბაზრების მხოლოდ 4,6%-ს ფლობს.
დღეისათვის თბილისსა და რეგიონებში ბაზრების რაოდენობა ასეთია:
თბილისი – 68
აჭარა – 9
გურია – 4
იმერეთი – 32
კახეთი – 22
მცხეთა-მთიანეთი – 4
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 24
სამცხე-ჯავახეთი – 4
ქვემო ქართლი – 15
შიდა ქართლი – 9
მთლიანობაში ბაზრებს 2 მლნ კვადრატული მეტრი ფართობი უკავია. დღეში ყველა ბაზარზე დაახლოებით 40 ათასი ადამიანი ვაჭრობს.
სურსათის ეროვნული სააგენტო პერიოდულად ამოწმებს საქართველოში არსებულ ბაზრებს სანიტარული სტანდარტებისა და პროდუქტის შენახვის პირობების დაცვის თვალსაზრისით.