თოვლი, ნისლი, ქარბუქი: საქართველოში ამინდი გაუარესდება

მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს
Sputnik
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, 27-31 დეკემბერს მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით. შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მთიან რაიონებში - ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული.
29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ელჭექი, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში - ზვავსაშიშროება.
დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)