საქართველოში ვინ აღნიშნავს 25 დეკემბერს შობას? - ვიდეო

საქართველოში 25 დეკემბერს ქრისტეშობას აღნიშნავენ კათოლიკე მორწმუნეები, მართლმადიდებელთა ნაწილი, ასევე პროტესტანტები, მათ შორის ლუთერანები და სხვა კონფენსიები.
Sputnik
ქვეყანაში ეს დღე ოფიციალური დღესასწაული არ არის და არც უქმედ დღედაა გამოცხადებული. დღეისთვის საქართველოში ექვსი კათოლიკური ეკლესიაა, ყველაზე დიდი თბილისსა და ბათუმში მდებარეობს.
ქვეყნის მოსახლეობის 83% მართლმადიდებელი აღმსარებელია, რითაც ხელისუფლება ხსნის იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში 25 დეკემბერი არ არის გამოცხადებული ოფიციალურ დღესასწაულად და უქმე დღედ.
შობის აღნიშვნის თარიღებში სხვაობა 1582 წელს გაჩნდა, როდესაც პაპმა გრიგოლ XIII-მ რომის იმპერატორ იულიუს კეისრის კალენდრის რეფორმა გაატარა. მას შემდეგ 25 დეკემბერს შობას აღნიშნავს არამარტო კათოლიკური ეკლესია, არამედ 15 მართლმადიდებლური ეკლესიდან უმეტესობა.
გამონაკლისს წარმოადგენს საქართველოს, იერუსალიმის, რუსეთისა და სერბეთის ეკლესიები, ასევე ათონის მთის მონასტრები. ისინი იულიუსის კალენდრის ერთგული დარჩნენ მაშინ, როცა მართლმადიდებლური ეკლესიების უმრავლესობა შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს, გადავიდნენ შესწორებული იულიუსის კალენდარზ, რომელიც გრიგორიანულ კალენდარს ემთხვევა.