თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზია ტექნიკის მაღაზია iStore გაქურდეს, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინცინდენტი კვირას, დილის 6 საათზე მოხდა.
კომპანიამ, რომელიც საქართველოში APPLE-ს ოფიციალური წარმომადგენელია, სოციალურ ქსელში ვიდეო კადრები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს როგორ შეიპარნენ მაღაზიაში სავარაოდოდ არასრულწლოვნები და შემდეგ როგორ დატოვეს ობიექტი.
„თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 23/23ა, iStore -ის მაღაზია, დილის 6 საათი. სამწუხაროა რომ საპატრულო პოლიციის ყურადღების მიღმა დარჩა", - წერს მაღაზია "აისთორი".
როგორც მაღაზიის თანამშრომლებმა აღნიშნეს, პოლიცია უკვე დაინტერესდა მომხდარით და საქმეზე დაწყებულია გამოძიება.