თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. შიდა ქართლის პოლიციამ ხაშურში ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
23 და 39 წლის მამაკაცებს ბრალის დამტკიცების შემთხვეაში 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაბა სურამში მდებარე საცხოვრებელი სახლი გაქურდეს, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს.