თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი–ბარისახო–შატილის საავტომობილო გზაზე თოვისა და ლიპყინულის გამო შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
კერძოდ, კორშა-შატილის მონაკვეთზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 53-106-ე კმ) მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ჟინვალი-კორშას მონაკვეთზე (საავტომობილო გზის 1-52-ე კმ) კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.