ტრაილერების ტრანზიტიდან მიღებული შემოსავალი კვლავ შემცირდა - ახალი მონაცემები

ტრაილერების გატარებით მიღებულმა შემოსავალმა 2025 წლის იანვარ-ნოემბერში 155,4 მლნ ლარი შეადგინა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 164,5 მლნ.
Sputnik
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. 2025 წლის 11 თვეში საქართველომ სატვირთო ტრაილერების ტრანზიტი 5,5%-ით შემცირდა 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, იუწყება სახელმწიფო ხაზინა.
ტრაილერების გატარებით მიღებულმა შემოსავალმა 2025 წლის იანვარ-ნოემბერში 155,4 მლნ ლარი შეადგინა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 164,5 მლნ.
ხაზინის მონაცემების თანახმად, წლის დასაწყისიდან საქართველოს გზებით 444,1 ათასმა სატვირთო ტრაილერმა ისარგებლა, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 470 ათასს შეადგენდა.
თითოეული სატრანზიტო ტრაილერი ქვეყნის გადაკვეთის ნებართვისთვის 350 ლარის გზათსარგებლობის მოსაკრებელს ყიდულობს.
საქართველოს გავლით ტრანზიტს განსაკუთრებული როლი აქვს ეკონომიკის განვითარებაში, ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გათვალისწინებით. ამ როლის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, ამჟამად მიმდინარეობს მასშტაბური პროექტი - აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც საქართველოს გავლით აზიასა და ევროპას აკავშირებს, და ასევე ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის, რომელიც რუსეთისკენ მიდის.