მარნეულში ყაჩაღობა მოხდა

ყაჩაღებმა სახლიდან 14 000 ლარი და ძვირფასეულობა წაიღეს.
Sputnik
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში უცნობმა პირებმა საცხოვრებელი სახლი დააყაჩაღეს, იუწყბა ქართული მედია.
უცნობი პირები სახლში 24 დეკემბერს შუადღეზე შეიჭრნენ, სადაც მათ შუახნის ქალი დახვდათ. ყაჩაღები ქალს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. მათ სახლიდან 14.000 ლარი და ძვირფასეულობა წაიღეს.
ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ. ისინი საგამოძიებო მოქმედებებს გვიანობამდე ატარებდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
მძარცველები ჯერ არ დაუკავებიათ.