ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში უცხო ქვეყნის მოქალაქე შევარდა და დებოში მოაწყო

ფაქტს სასწავლებელში პანიკა მოჰყვა - თვითმხილველებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, რომელმაც უცხოელი ახალგაზრდა დააკავა.
Sputnik
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. ბათუმში, ერთ-ერთი სკოლის ეზოში უცხო ქვეყნის მოქალაქე შევარდა და არასრულწლოვანების წინ ტანსაცმელი შემოიხია, იუწყება ტელეკომპანია „პირველი“.
გავრცელებული ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქე სკოლის წინ, სადაც არასრულწლოვანები იმყოფებოდნენ, წელს ზემოთ შიშველი დარბოდა, ხტებოდა მანქანაზე და ყვიროდა.
ფაქტს სასწავლებელში პანიკა მოჰყვა. თვითმხილველებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, რომელმაც უცხოელი ახალგაზრდა დააკავა.
ინცინტენტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. ჯერ-ჯერობით უცნობია, რას უკავშირდება ადამიანის ასეთი ქმედება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.