მსოფლიო დღეს

პუტინმა ზახაროვა „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ დააჯილდოვა

მარია ზახაროვა 2015 წლიდან რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელია.
Sputnik
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კრემლში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვა, იუწყება РИА Новости.
სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის ცერემონია კრემლის ეკატერინეს დარბაზში იმართება. ორდენების, მედლებისა და საპატიო წოდებების მფლობელებს შორის არიან ცნობილი მუსიკოსები და ხელოვანები, მეცნიერები და პედაგოგები, გამორჩეული სპორტსმენები, ჯანდაცვის სპეციალისტები, მრეწველები, სოფლის მეურნეობის მუშაკები და სხვადასხვა სფეროს გამოჩენილი მოღვაწეები.
მარია ზახაროვა დღეს 50 წლის იუბილეს აღნიშნავს, იგი 1975 წელს მოსკოვში დაიბადა. ზახაროვა 2015 წლიდან რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელია.