ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტს იუბილე მიულოცა

ორი ქვეყნის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის წარმატებულ თანამშრომლობას.
Sputnik
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა.
კობახიძემ ალიევს წარმატებები და ჯანმრთელობა უსურვა. ალიევმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ყურადღებისა და მილოცვისთვის.
„თბილი სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, რომელსაც დაბადების დღე მივულოცე, ჯანმრთელობა და წარმატებები ვუსურვე. კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ერთმანეთს ძლიერი მეგობრობა და საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ურთიერთობები“, - დაწერა კობახიძემ სოციალურ პლატფორმა X-ზე.
საქართველოს პრემიერის მილოცვის ტექსტი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.