ზუგდიდში შუახნის მამაკაცი მოკლეს

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
Sputnik
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შუახნის მამაკაცი მოკლეს, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა სოფელ ზედა ეწერში, ყოფილი ჩაის ფაბრიკის დასახლებაში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.