თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში, სპორტის სამინისტორს ორგანიზებით, საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე საუკეთესოები რვა ნომინიაციაში გამოვლინდნენ.
სპორტის სამინისტროს ვერსიით, საქართველოს 2025 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად მოფარიკავე სანდრო ბაზაძე დასახელდა, ხოლო საუკეთესო ქალი სპორტსმენი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი გახდა.
საუკეთესოებად დასახელდნენ:
წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი – ვახტანგ ლოლუა (ბერძნულ/რომაული ჭიდაობა)
წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი – ანა ჯაფარიძე (პარატაეკვონდო)
წლის საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი – გიორგი ქალდანი (ტაეკვონდო)
წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში – თემურ სამხარაძე (ძალისმიერი სამჭიდი)
წლის საუკეთესო გუნდური სახეობა – ძიუდოს ნაკრები
წლის საუკეთესო გუნდი – ძიუდოს ნაკრები
წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი – ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო)
წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტმენი – სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა).
ღონისძიებას პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.