კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს უხდის მოსახლეობას დისკომფორტისთვის.
Sputnik
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 23 დეკემბრიდან მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება, იუწყება თბილისის მერია.
უწყების ცნობით, საბაგიროს მუშაობის შეზღუდვის მიზეზი გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოებია, რომლის დასრულების შემდეგაც მგზავრთა მომსახურება განახლდება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს უხდის მოსახლეობას დისკომფორტისთვის.
კუს ტბა თბილისელებისთვის დასვენებისა და გართობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. კუს ტბაზე მოხვედრა საბაგირო გზის გარდა საავტომობილო გზითაც არის შესაძლებელი.