ბოლნისში ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად 30 წლამდე ქალი გარდაიცვალა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა
Sputnik
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ბოლნისში მხუთავი აირით ინტოქსიკაციის შედეგად 30 წლამდე ქალი გარდაიცვალა, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში 22 დეკემბერს, გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სააბაზანოში ყოფნისას ნახშიროჟანგის გაჟონვის შედეგად დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
გაზის დანადგარების უსაფრთხოდ გამოყენების საკითხი საქართველოში მეტად აქტუალურია. ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ქვეყანაში გაზის გაჟონვის შედეგად ადამიანების გარდაცვალებისა და მოწამვლის შემთხვევები გახშირდა.