თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო „საქართველოს რკინიგზა“ 28-31 დეკემბერს დამატებით რეისებს ნიშნავს, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
დამატებითი რეისები დაინიშნება თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 28, 29 და 30 დეკემბერს მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 10:50 საათზე გავა, ბათუმში ჩავა 16:40 საათზე. ბათუმიდან კი გამოვა 18:30 საათზე და თბილისში ჩამოვა 23:50 საათზე.
28,29,30 და 31 დეკემბერს მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 00:30 საათზე გავა, ბათუმში ჩავა 06:07 საათზე. ბათუმიდან კი გამოვა 00:45 საათზე და თბილისში ჩამოვა 06:05 საათზე.
მატარებლის ბილეთების შეძენა შესაძლებელია „საქართველოს რკინიგზის" სალაროებში, სწრაფი გადახდის აპარატებში, რკინიგზის ვებ-გვერდზე, ან სპეციალურად სმარტფონებისთვის შექმნილი აპლიკაციის (Georgian Railway Tickets) მეშვეობით.