თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. რუსეთი უკრაინაში მშვიდობის მიღწევის მიმართ ერთგული რჩება, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა მაიამიში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.
შაბათსა და კვირას ფლორიდაში მოლაპარაკებები გაიმართა ამერიკის დელეგაციასა და პირდაპირი ინვესტიციების რუსეთის ფედერაციის ფონდის აღმასრულებელ დირექტორსა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელკირილ დმიტრიევს შორის.
„რუსეთი უკრაინაში მშვიდობის მიღწევის მიმართ ერთგული რჩება", – დაწერა უიტკოფმა სოციალურ პლატფორმა Х-ზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი დიდად აფასებს ვაშინგტონის ძალისხმევასა და მხარდაჭერას უკრაინის კონფლიქტის მოგვარებისა და გლობალური უსაფრთხოების აღდგენის საკითხებში.
უკრაინის დელეგაციასთან მოლაპარაკებების შემდეგ, უიტკოფმა აღნიშნა, რომ აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის წარმომადგენლებმა მაიამიში საერთო სტრატეგიულ მიდგომაზე შეთანხმება განიხილეს.
მისი განცხადებით, რუსეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა ბოლო ორი დღის განმავლობაში ფლორიდაში „პროდუქტიული და კონსტრუქციული შეხვედრები გამართა ამერიკულ დელეგაციასთან, რათა წინ წაეწია პრეზიდენტ ტრამპის მიერ უკრაინასთან დაკავშირებული სამშვიდობო გეგმა“.
შაბათს და კვირას დიმიტრიევმა შეხვედრები გამართა ამერიკის დელეგაციის წარმომადგენლებთან. ორშაბათს იგი მოსკოვში გაფრინდა. მოსალოდნელია, რომ ის მოლაპარაკებების შედეგებს იმავე დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს წარუდგენს.