თბილისში მშენებლობაზე 25 წლის მამაკაცი დაიღუპა

ფაქტზე გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით არის დაწყებული.
Sputnik
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. თბილისში მშენებლობაზე დენის დარტყმის შედეგად 25 წლის მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა 21 დეკემბერს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დიღომშ ერთ-ერთ მშენებლობაზე იყო დასაქმებული, ადგილზეგარდაიცვალა.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.