აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლები გამოითვლება საარსებო მინიმუმის ღირებულების მიხედვით, სიღარიბის საერთაშორისო დონე კი გამოითვლება დღეში 2.15 აშშ დოლარის ზღვრული შემოსავლის საფუძველზე.
საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალია სოფლად (11,9%), ვიდრე ქალაქებში (7,8%), ასევე 18 წლამდე ახალგაზრდებში - აქ ის 12,1%-ს შეადგენს, რაც გაცილებით მაღალია, ვიდრე სიღარიბის მაჩვენებელი ხანდაზმულებში (65 წელს ზემოთ - 6,7%).
სიღარიბის მაჩვენებელი საქართველოს 18-დან 64 წლამდე ასაკის მოსახლეობას შორის 9,3%-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბე უფრო მეტად გამოხატულია სოფლად და ბავშვებში, კლება ყველა ჯგუფში შეინიშნება. ექსპერტები დადებით ტენდენციას აღნიშნავენ 2012 წლის შემდეგ, როდესაც ხელისუფლებამ სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო აქტიურად დაიწყო.