თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულები, რომელთა ასაკი 24-დან 30 წლამდეა, სასაზღვრო-სექტორ „სადახლოს" დასაცავ მონაკვეთზე დააკავეს. მათ ბრალად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთა ედებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება სსკ-ის 344-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.