თბილისის კონსერვატორიაში პეტრე ჩაიკოვსკის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

თბილისში პეტრე ჩაიკოვსკის დაბადებიდან 185-ე იუბილე კონცერტით აღინიშნა.
Sputnik
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში დიდი კომპოზიტორის ხსოვნისადმი მიძღვნილმა კონცერტმა გააერთიანა ახალგაზრდა მუსიკოსები, რომლებმაც კომპოზიტორის ნაწარმოებები შეასრულეს.
ახალგაზრდა მუსიკოსების პუბლიკის წინაშე წარდგომამდე დამსწრეთ სიტყვით მიმართა ჩაიკოვსკის შთამომავალმა – მეცენატმა, კოლექციონერმა და საზოგადო მოღვაწე დენის ფონ მეკმა. მან დამსწრეთ მოუთხრო კომპოზიტორის საქართველოსთან მჭიდრო კავშირზე, ქვეყნის სიყვარულზე და იმ დროზე, რომელიც ჩაიკოვსკიმ აქ გაატარა, სადაც შთაგონება და სულის სიმშვიდე იპოვა.