საგარეო ვაჭრობა კვლავ იზრდება - ახალი სტატისტიკა

ექსპორტმა 6,6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის 11 თვესთან შედარებით 10,1%-ით მეტია.
Sputnik
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2025 წლის იანვარ-ნოემბერში 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,5%-ით გაიზარდა და 23,2 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 16,6 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,3%-ით მეტი.
ექსპორტმა 6,6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის 11 თვესთან შედარებით 10,1%-ით მეტია.
საგარეო სავაჭრო ბრუნვა: 2025 წლის იანვარ-ნოემბერი

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა,%

ექსპორტი

6 618,1

10,1

იმპორტი

16 598,1

9,3

სულ

23 216,2

9,5

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 9,9 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 8,7%-ით მეტია.
2024 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წელთან შედარებით 8%-ით გაიზარდა და 23,4 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), გარდა ამისა, გასულ წელს ქართული პროდუქციის ექსპორტმა 6,6 მილიარდი დოლარს მიაღწია, რაც თითქმის 8%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.
2024 წელს 16,8 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2023 წელთან შედარებით 8,1%-ით მეტი.