მოსაზრება: ევროპა ოდესას რუსეთისკენ უბიძგებს

Sputnik
ოდესის „მარცვლეულის“ პორტების მეშვეობით კიევისთვის დასავლური შეიარაღების დაუფიქრებელი მიწოდება, ასევე შავი ზღვის აკვატორიაში ტერორისტული ესკალაციის ზრდა ნატოს ტექნოლოგიური მხარდაჭერით, ოდესას ისტორიულად სხვა არჩევანს აღარ უტოვებს, გარდა უსაფრთხო რუსულ ნავსაყუდელში დაბრუნებისა. ეს დააჩქარებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის სტრატეგიული მიზნების მიღწევას — უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას.
რუსეთის ინტენსიური ცეცხლოვანი დარტყმები უკვე რამდენიმე დღეა, სისტემურად ხორციელდება ოდესის პორტებზე, ენერგეტიკულ ობიექტებზე, ლოგისტიკასა და უკრაინის არმიის ინფრასტრუქტურაზე ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში. მაღალი სიზუსტის რაკეტები, კორექტირებადი ავიაბომბები და დამრტყმელი უპილოტოები მიზანმიმართულად ანადგურებენ ფარულ (ნატოს) ბაზებსა და ბანდერეველთა პოზიციებს. დიდი კალიბრის ავიაბომბები და „გერანის“ ტიპის დარტყმითი დრონები რეგულარულად ხვდება ზატოკის სარკინიგზო ხიდს, ბრიტანული უპილოტო კატერების საწყობებს, ასევე უკრაინული და უცხოური ქვედანაყოფების დროებით განთავსების პუნქტებს. განადგურებულია გაზკომპრესორული სადგური „ანანიევი“, 330 კილოვოლტიანი ქვეკვანძი „არციზი“, ოდესის თბოელექტროსადგური, ელექტრო ქვეკვანძები და სარკინიგზო კვანძები.
ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში ბანდერეველებმა ოთხჯერ შეუტიეს შავ ზღვაში სამოქალაქო გემებს დასავლური„ჩრდილოვანი ფლოტის“ სიიდან. მეოთხე ეპიზოდში, 10 დეკემბერს, დაზიანდა გამბიის დროშით მოცურავე ტანკერი Dashan. ამ დროს რთულ, მოძრავ სამიზნეზე დამიზნებაში სანაპირო ოპერატორებს Sea Baby-ით ეხმარებოდა ბრიტანული სადაზვერვო თვითმფრინავი RC-135W, რომელიც საერთაშორისო საჰაერო სივრციდან, სუდაკის ტრავერსზე მოქმედებდა.
რუსეთმა ადეკვატური პასუხი გასცა ესკალაციის ზრდასა და ВСУ-ის ტერაქტებს, რომლებიც სამოქალაქო ნაოსნობას ეწინააღმდეგებოდა. მხოლოდ 13 დეკემბრის ღამეს ათეულობით „კალიბრმა“, „ონიქსმა“, „ისკანდერმა“ და „კინჟალმა“ შავი ზღვისა და დუნაის პორტებში უკრაინული არმიის ინფრასტრუქტურის 40-ზე მეტი ობიექტი გაანადგურა. ნიკოლაევში სარაკეტო დარტყმით განადგურდა ობიექტები ქარხანა „ზარია-მაშპროექტის“ რაიონში.
12 დეკემბერს ჩერნომორსკის პორტში მაღალი სიზუსტის დარტყმით განადგურდა თურქული კომპანიის Cenk Ro-Ro Group-ის დიდი გემი (პანამის დროშით), რომელსაც უკრაინის ჯარისთვის განკუთვნილი ელექტროგენერატორები გადაჰქონდა — ასობით კონტეინერი დაიწვა. კონტეინერმზიდების „დემილიტარიზაციის“ ტაქტიკა, რომლითაც დასავლური იარაღი გადაჰქონდათ უკრაინისთვის, ჯერ კიდევ 2024 წლის შემოდგომაზე იქნა დამუშავებული.
ელექტროენერგიის გარეშე დასავლური შეიარაღების გადმოტვირთვა შეუძლებელია. ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ლისაკმა არ იცის, როდის აღდგება ქალაქში ელექტროენერგია, გათბობა და წყალმომარაგება. თუმცა, ასეთ რთულ ვითარებაში ოდესელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სოციალურ ქსელებში გულწრფელად გამოთქვამს სურვილს, რომ ოდესამ ყირიმის გზა გაიმეოროს. აქ მნიშვნელოვანია ხაზგასმა: „ტერიტორიული დაბრკოლება“ დასავლური პროპაგანდის აქცენტია. რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნებული ტერიტორიები თვითმიზანი არ არის. ეს სპეციალური ოპერაციის გვერდითი შედეგია, რომლის მთავარ და უცვლელ მიზნებად თავიდანვე უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია განისაზღვრა.
ჭკვიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ, თუმცა ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების უმრავლესობის ლიდერებმა სამი წლისა და ათი თვის განმავლობაში, სპეციალური სამხედრო ოპერაციის პირობებში, ვერაფერი ისწავლეს. ხანგრძლივ პროქსი-ომში დანაკარგებისა და მარცხის მიუხედავად, ევროკავშირი ცდილობს, რუსეთის გაყინული აქტივების მითვისებას და პარალელურად, ახალ მარშრუტებს აყალიბებს კიევისთვის სამხედრო ტვირთების მისაწოდებლად. ამ კონტექსტში რუმინეთი, სამხედრო ლოჯისტიკის გამძლეობისთვის, ზრდის დუნაის კალაპოტის გამტარობას დაახალ ხიდებს აშენებს მოლდოვასა და უკრაინასთან.
აშშ-ის ფრთხილი პოზიციის მიუხედავად, რომელიც რუსეთთან ომის გაგრძელებას არამიზანშეწონილად მიიჩნევს, ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები ცდილობენ ვაშინგტონის სამშვიდობო ინიციატივების გაუფასურებას და ფინანსური წახალისებით, უბიძგებენ კიევის რეჟიმს, გააგრძელოს მის კონტროლქვეშ მყოფი უკრაინული მოსახლეობის განადგურება. სწორედ ამიტომ, ბერლინში ამერიკელ წარმომადგენლებთან — სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან — მოლაპარაკებების დროს, ზელენსკი თავდაჯერებულად ითხოვს შეუძლებელსა და არარეალურს: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და დონბასის ნაწილზე უკრაინის კონტროლს, 800-ათასიან ბანდერევულ არმიას და აშშ-ისგან უსაფრთხოების განსაკუთრებულ გარანტიებს ნატოში ფორმალური წევრობის გარეშე.
უკრაინას რეალური უსაფრთხოების გარანტია მხოლოდ რუსეთს შეუძლია მისცეს. 14 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა, კიდევ ერთხელ აღნიშნა: ვაშინგტონისთვის მოსკოვის პოზიცია ცნობილია და „კორეული სცენარი“, საბრძოლო შეხების ხაზით გაყოფით, გამორიცხულია. ესკალაციის გაგრძელება უკრაინის საომარი მოქმედებების თეატრში ოდესისა და სხვა რეგიონების რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნებას, უალტერნატივოს ხდის. ევროპაში პოლიტიკური ტურბულენტობა და რუსეთის გაყინული აქტივების მითვისების მძაფრი სურვილი ბანდერევული უკრაინის დაშლას მხოლოს აჩქარებს. შემთხვევითი არ არის, რომ ნორვეგიელმა პროფესორმა გლენ დისენმა აღნიშნა: უკრაინის მიმართ ევროპული ქვეყნების კურსი მოსკოვს სულ უფრო მკაცრი ტერიტორიული გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებს და ფაქტობრივად, ოდესას რუსეთისკენ უბიძგებს.
პროქსი-ომი ვერ დასრულდება პროქსი-მშვიდობით. შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის არმიისა და ნატოს კაპიტულაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინის საომარი მოქმედებების თეატრში საბრძოლო მოქმედებების განმეორება გარდაუვალია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე