თბილისი, 13 დეკემბერი - Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა ინტენსიური თოვის გამო დაწესდა.
ამასთან, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
უწყების ცნობით, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე კი (საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 93-107 -ე კმ) მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვა გუშინ თოვის გამო დაწესდა.