მარნეულის სკოლაში მოსწავლეებს შორის ჩხუბი დაჭრით დასრულდა

Sputnik
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. მარნეულის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირება დაჭრით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც მოზარდი ცივი იარაღით თავის არეში დაჭრეს.
მოზარდი კლინიკაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.