საქართველოში ინვესტიციები გაიზარდა - ახალი სტატისტიკა

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ინვესტიციების მოცულობა 11%-ით გაიზარდა და 1,3 მლრდ დოლარი შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2025 წლის მესამე კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის ივლის-სექტემბერთან შედარებით ორჯერ (+101,7%) გაიზარდა და 533,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებში.
ინვესტიციების გაზრდის მთავარ მიზეზად სახელდება სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის ზრდა.
ჯამში, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ინვესტიციების მოცულობა 11%-ით გაიზარდა და 1,3 მლრდ დოლარი შეადგინა.
სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის მესამე კვარტალში სააქციო კაპიტალმა 101,9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34%-ით ნაკლებია. ინვესტიციების წილმა 19,1% შეადგინა.
რაც შეეხება სავალო ვალდებულებებს, მესამე კვარტალში მან 90,6 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მისი მოცულობა 281,2 მლნ დოლარი იყო.
გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში რეინვესტიცია 13,1%-ით შემცირდა და 340,7 მლნ დოლარი შეადგინა.
ინვესტიციები საქართველოში 2025 წლის მესამე კვარტალში. ქვეყნების ტოპ-სამეული

ქვეყანა

მოცულობა, მლნ დოლარი

წილი ინვესტიციებში, %

აშშ

93,5

17,5

ესპანეთი

72,1

13,5

თურქეთი

70,0

13,1

ინვესტიციები ასევე შემოვიდა აზერბაიჯანიდან, მალტადან, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან, დანიიდან, იაპონიიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
რა სფეროებში ჩაიდო ინვესტიციები
2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოში ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები იყო ფინანსური და სადაზღვევო სექტორი, უძრავი ქონება და ენერგეტიკა.
ინვესტიციები საქართველოში 2025 წლის მესამე კვარტალში. მოწინავე დარგების ტოპ-სამეული

დარგი

მოცულობა, მლნ დოლარი

წილი ინევსტივიებში, %

უძრავი ქონება

91,7

17,2

ტრანსპორტი

79,8

15,0

წყალმომარაგება, ნარჩენების მართვა

71,5

13,4

ინვესტიციები ასევე განხორციელდა გადამამუშავებელ მრეწველობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ვაჭრობის, მშენებლობის, სასტუმროებისა და რესტორნების, ხელოვნების, დასვენებისა და გართობის, ასევე ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობის სფეროებში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თავმჯდომარე გოგიტა თოდრაძის განცხადებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სამი კომპონენტისგან შედგება: კაპიტალი, რეინვესტირება და სავალო ვალდებულება.
„პირველ ორ შემთხვევაში, კლების ტენდენცია დაფიქსირდა, ძირითადად სავალო ვალდებულებების გამო. თუ კომპანია ინვესტორისგან სესხს იღებს, ეს ნიშნავს ვალის ვალდებულებების და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას. თუ სესხი დაფარულია, რაც ნიშნავს, რომ ინვესტორის წინაშე ვალდებულებები მცირდება, რაც გარკვეულ კვარტლებში, მათ შორის გასული წლის მესამე კვარტალშიც მოხდა და მნიშვნელოვან წილს შეადგენდა, მაშინ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება“, - განაცხადა თოდრაძემ.
მისი თქმით, ინვესტორისგან სესხის აღება პირდაპირ მიუთითებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაზე, რადგანაც ეს თანხა უკვე შემოდის ქვეყანაში. საუბარია სესხის აღებაზე არსებული კომპანიის ფარგლებში.
დაზუსტებული მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2023 წლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით 18,6%-ით შემცირდა და 1,6 მლრდ დოლარი შეადგინა.