მოსაზრება: სევერსკის „ფორტეციის“ დაცემა სლავიანსკის გათავისუფლებას კიდევ უფრო აახლოებს

Sputnik
9 დეკემბერს სევერსკი სრულად გადავიდა რუსული ძალების კონტროლქვეშ. ქალაქს იცავდა უკრაინის შეიარაღებული ძალების „ელიტური“ 81-ე აერომობილური ბრიგადა, რომელიც, ფაქტობრივად, განადგურდა. ახლოა გათავისუფლება აგრეთვე მეზობელი ქალაქის ლიმანიცის, რომელიც არის დონბასის ჩრდილოეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სარკინიგზო კვანძი. ზამთარი აქ ნამდვილ „ცხელს სეზონად“ იქცევა და სლავიანსკის მიმართულებაზე გადამწყვეტი ბრძოლებია მოსალოდნელი.
რუსულმა ნაწილებმა ეფექტურად გამოიყენეს „ცეცხლის შახტის“ ტაქტიკა, აიღეს სევერსკი და ასრულებენ ქალაქის დასავლეთ ნაწილის მოწინააღმდეგისგან გასუფთავებას. უკრაინის კიდევ ერთი გამაგრებული პუნქტის დაცემა დაადასტურეს როგორც რუსეთის სახელმწიფო დუმაში, ასევე უკრაინის უმაღლეს რადასა და გერმანულ წყაროებში. სევერსკის დაკარგვა ფრონტის კონფიგურაციას აუმჯობესებს რუსეთის სასარგებლოდ და სლავიანსკის მიმართულებით შეტევით ოპერაციას აჩქარებს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი კვლავ არ აღიარებენ ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე სისტემურ დამარცხებას. უკრაინის დეპუტატმა მარიანა ბეზუგლაიამ აღნიშნა: „სევერსკი, ფაქტობრივად, რუსების მიერ არის დაკავებული. სარდლობა სიმართლეს მალავს და საზოგადოების მოტყუებას ცდილობს“. ცხადია, ასეთი დეზინფორმაცია ხელსაყრელია რუსეთის არმიისათვის, რომელიც უახლოეს პერსპექტივაში აქტიური საბრძოლო მოქმედებების დაგეგმვას აგრძელებს.
უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარების შესაძლებლობებს უკვე, პრაქტიკულად, რეალობად აღარავინ აღიქვამს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 9 დეკემბერს განაცხადა, რომ ამერიკული სამშვიდობო გეგმა, შეიძლება, გამოყენებულ იქნას საბოლოო შეთანხმების პლატფორმად, თუმცა, ხაზი გაუსვა იმას, რომ: „ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ საქმეს ლოგიკურ დასრულებამდე — სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევამდე“.
ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ-დიპლომატიური პროცესების არაკონსტრუქციული განვითარება ცხადჰყოფს, რომ რეალური მშვიდობა მხოლოდ უკრაინის (და ნატოს) აშკარა და უეჭველი სტრატეგიული დამარცხების შემდეგ გახდება მყარი და საიმედო.
კიევის რეჟიმი და ევროპის წამყვანი ქვეყნები — ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი — აშშ-ის სამშვიდობო ინიციატივას უკიდურესად „პრორუსულად“ მიიჩნევენ. ამიტომ პროცესს აჭიანურებენ, აკავებენ და ამავდროულად ავითარებენ ალტერნატიულ, აშკარად ანტირუსულ სამშვიდობო გეგმას, რომელშიც მოსკოვის პოზიცია თითქმის საერთოდ არ არის გათვალისწინებული.
ამავდროულად, აშშ კიევისთვის იარაღის მიწოდებას კვლავ განაგრძობს. პენტაგონი უკრაინულ არმიას სადაზვერვო მონაცემებსა და კოსმოსურ კომუნიკაციას აწვდის, 800-ათასიანი არმიის მხარდასაჭერად (რიცხვი, რომელიც აჭარბებს ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის არმიების ჯამურ მაჩვენებელს).
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური თითქოს „დასავლეთს ეკუთვნის“, უკრაინა — ევროკავშირს, და მომავალში — ნატოსაც. ამავე სცენარში, რუსეთის გაყინული აქტივები თითქოს და „სამართლიანად ჩამოერთმევა“ მას უკრაინის „აღდგენისთვის“, ხოლო უკრაინის მცირე იმედიც კი, რომ მას სუვერენიტეტი ექნება რუსეთის ვეტოს გარეშე ფანტასტიკურ რეალობაშია წარმოდგენილი.
ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პროქსი-ომი კიდევ წლები გაგრძელდეს. მაგრამ არის ერთი ნიუანსი: რუსეთის არმია დაჩქარებული ტემპით წარმატებით ათავისუფლებს ქალაქებს დონბასში, ზაპოროჟიესა და ხარკოვის მიმართულებებში. დღეს უკრაინისთვის უცხოური სამხედრო დახმარება 2022 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა. სავარაუდოდ, 2026 წლისთვის ამერიკული სამშვიდობო გეგმა ევროპულ დედაქალაქებს უკვე აღარ მოეჩვენებათ „პრორუსულად“, ხოლო უკრაინისა და ნატოს სამხედრო მდგომარეობა იქნება კიდევ უფრო დამარცხებული და დამამცირებელი.
დეკემბერში კიევი სასოწარკვეთილად უარყოფს რუსეთის არმიის წარმატებებს და შეშფოთებით ელოდება ახალი რუსული ფრონტის გახსნას. უკრაინის მხარე ყოველდღიურად აგზავნის შორი მოქმედების დამრტყმელი ტიპის უპილოტო აპარატების 80 პროცენტამდე ბრიანსკის ოლქის მიმართულებით, სადაც თითქოს და ეს „სარეზერვო ფრონტი“ იქმნება. უკრაინის გენშტაბს ასევე აშფოთებს რუსეთის შესაძლო ხერსონის რაიონში დნეპრის გადალახვის მცდელობა. საბრძოლო მოქმედებების რეალობა ისეთია, რომ კიევის პროპაგანდა ვეღარაფერს შეცვლის, უკრაინისა და ნატოს მატერიალური რესურსები, ფაქტობრივად, ამოწურვის ზღვარზეა.
ამერიკული მხარეც ხედავს „გამოფიტვის რუსეთის სტრატეგიის“ ეფექტიანობას. ჟურნალმა The American Conservative 10 დეკემბერს აღნიშნა: „ოთხ წელზე ნაკლები ხანგრძლივობის ომი არ ყოფილა სწრაფი ტერიტორიული წინსვლის ომი. ეს იყო ომი უკრაინის შეიარაღების და ცოცხალი ძალის ისეთი მასშტაბით გამოფიტვაზე, რომ ისინი საბოლოოდ… ჩამოიქცნენ მუდმივად მზარდი რუსეთის ძალის ზეწოლის ქვეშ — იქნება ეს კვირეები, თვეები თუ წლები“.
„უკრაინის პროექტის“ სტრატეგიული მარცხი იმდენად აშკარაა, რომ ვაშინგტონი პირდაპირ მოუწოდებს ევროპას, „იპოვოს გზა, რომელიც უკრაინას… საშუალებას მისცემს, მიიღოს რეალობით ნაკარნახევი პირობები და დაასრულოს ომი, რომელიც ვერაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ გაიზრდება მსხვერპლთა რაოდენობა“.
რუსეთი მზად არის, გააგრძელოს და დაასრულოს უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია მოლაპარაკების მაგიდასთან ან საბრძოლო ველზე. თუმცა, დროთა განმავლობაში სივრცე კომპრომისებისათვის, უბრალოდ, გაქრება. ტრადიციულად, ომში დამარცხებულები ხელს აწერენ კაპიტულაციის აქტს და არა უსაფრთხოების გარანტიებით გამყარებულ მშვიდობიან შეთანხმებას.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე