თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. პარლამენტის საშემოდგომი სესია 19 დეკემბერს დაიხურება, დეპუტატები კი კანონების მიღებაზე ბოლო დღემდე იმუშავებენ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და დეკემბრის მესამე პარასკევს სახელმწიფო ჰიმნით იხურება.
„მომდევნო კვირას, ორშაბათს ბიუროს სხდომა გაიმართება. სამშაბათს და ოთხშაბათს, 16 და 17 დეკემბერს, სავარაუდოდ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომები გაიმართება. პარლამენტის საშემოდგომო სესია კი 19 დეკემბერს, ბიუროს სხდომით დაიხურება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის მიერ მისაღები კანონების სიაშია საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, უმაღლესი განათლების რეფორმა, საგზაო მოძრაობის წესების გამკაცრება და საარჩევნო რეფორმა.
საქართველოს საკანონმდებლო ორგანო მუშაობას თებერვალში განაახლებს. მოქმედი კანონის მიხედვით, საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.