თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობასა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს, იუწყება საქართველოს სასაზღვრო პოლიცია.
უწყების ცნობით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა 54 მამაკაცი სასაზღვრო-გამტარი პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით საქართველოდან საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, ავტომანქანის მისაბმელში დამალვის გზით, თურქეთში უკანონოდ ცდილობდა გადაეყვანა უცხო ქვეყნის მოქალაქე,რომელიც ასევე დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, დიდი ოდენობით ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-344-ე და 19-344-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.