თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2025 წლის ნოემბერი 2024 წლის ნოემმბერთან) 4,8% შეადგინა, (სამიზნე მაჩვენებელი არის 3%), იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
წინა თვის მონაცემებით, წლიურმა ინფლაციამ (2025 წლის ოქტომბერი 2024 წლის ოქტომბერთან) საქართველოში 5,2% შეადგინა.
ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა საკვებსა და უალკოჰოლო სასმელებზე (10,3%), ჯანდაცვაზე (8%), სასტუმროებსა და რესტორნებზე (7,2%), ალკოჰოლსა და თამბაქოს ნაწარმზე (4,4%), განათლებაზე (2,3%) და კომუნალურ მომსახურებაზე (0,3%).
ფასები შემცირდა კავშირგაბმულობაზე (4%), დასვენებასა და გართობაზე (1,5%), ავეჯზე, საყოფაცხოვრებო საქონელსა და სახლის მოვლის საშუალებებზე (1,3%).
2025 წლის ნოემბერში, 2025 წლის ოქტომბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,4% შეადგინა.