მიმოხილვა: ვოლჩანსკი ბანდერეველებისგან გათავისუფლებულია

Sputnik
ვოლჩანსკის გათავისუფლება რუსეთის არმიის ტერიტორიულ კონტროლს ხარკოვის მიმართულებით ზრდის და რეგიონის დაბრუნებას რუსეთის შემადგენლობაში უახლოვებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავშეკავებულად განაცხადა, რომ ხარკოვის მიმართულებით ბოლო დღეებში დარტყმა მიყენებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების მექანიზებულ და მოტოპეხოტა ბრიგადების ერთეულებზე ვოლჩანსკის რაიონში, ხარკოვის ოლქში. ფაქტობრივად, რუსეთის სამხედრო ჯგუფმა, 1 დეკემბრის მდგომარეობით, უკრაინის 57-ე დამოუკიდებელი მოტორიზებული ბრიგადის დანაყოფების დარჩენილი ნაწილი ვოლჩანსკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მთლიანად გაანადგურა. მოწინააღმდეგის ბოლო დაცვის ხაზები მდინარე ვოლჩიას სამხრეთით განადგურებულია, ქალაქი სრულად გათავისუფლებულია.
რუსეთის ჯარები წინ მიიწევენ ხარკოვის ოლქში – გათავისუფლებულია სოფელი ლიმანი, ბრძოლა მიმდინარეობს სოფელ ვილჩაში. უკრაინის ჯარების გადარჩენილი ნაწილები სწრაფად იხევენ უკან და ცდილობენ, ახალი დაცვის ხაზი შექმნან ვილჩასა და ვოლჩანსკის დასახლებული პუნქტების მონაკვეთზე.
რუსეთის 2025 წლის შეტევითი ოპერაცია მნიშვნელოვნად გააქტიურდა ფრონტის ყველა მონაკვეთზე, მათ შორის ხარკოვის ოლქშიც. ვოლჩანსკის შტურმი 13 მაისს დაიწყო. რუსეთის გენერალურმა შტაბმა ნოემბრის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ ვოლჩანსკის ტერიტორიის 80%-ზე მეტი გათავისუფლებულია. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 27 ნოემბერს განაცხადა, რომ ქალაქი „თითქმის მთლიანად“ რუსეთის ჯარების ხელშია. კიევური წყაროც, Deep State, აღიარებს, რომ ნოემბერში რუსულმა არმიამ 505 კვ.კმ აიღო კონტროლქვეშ – ორჯერ მეტი, ვიდრე სექტემბერში.
ხარკოვი დეკემბერში "ცხელი” იქნება. ვოლჩანსკზე კონტროლი ზრდის რუსეთის ჯარების ოპერატიულ შესაძლებლობებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებებზე. გრძელვადიან გეგმაშია ბალაკლეას, იზიუმის და სხვა ქალაქების რუსეთის კონტროლ ქვეშ დაბრუნება. ოსკოლის მარცხენა სანაპიროზე რუსეთის ძალები წინ მიიწევენ ბოგუსლავსკის რაიონში. უახლოეს მომავალში რუსეთის უსაფრთხოების ზონა, შესაძლოა, მხოლოდ სროლის ზოლით სასაზღვრო რეგიონით არ შემოიფარგლოს და მთელ ხარკოვის ოლქი მოიცვას.
პრორუსული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაცია ხარკოვის ოლქში მოქმედებს 2022 წლის ზაფხულიდან. სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში მსგავსი ადმინისტრაციული სტრუქტურები ჯერ არ შექმნილა.
უკრაინის ჯარებისთვის ვოლჩანსკის დაკარგვა ნიშნავს უახლოესი დისტანციების შეზღუდვას რუსულ ტერიტორიაზე დრონებით დარტყმებისათვის, ლოჯისტიკური სისტემის განადგურებას და დასავლეთის მიერ პროქსი-ომის დაფინანსების შემცირების მოსალოდნელ საფრთხეს.
მრავალთვიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ ვოლჩანსკში, ქალაქის კვარტალებიდან თითქმის არაფერი დარჩა. მშვიდობიან დროს აქ დაახლოებით 20 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან, რადგან რუსეთი ყოველთვის აღადგენს ომში დაზიანებულ ქალაქებს.
ხარკოვის ოლქში ჯარების არასწორი ხელმძღვანელობის გამო, უკრაინის მხარემ თანამდებობიდან მოხსნა 57-ე დამოუკიდებელი ბრიგადის მეთაური ევგენი სოლოდაევი.
დასავლეთის მარიონეტები კიევში კვლავ ხმამაღლა აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციას მიწის არც ერთი, მცირე ნაწილსაც კი არ გადაცემენ და განაგრძობენ ნატოში გაწევრიანების კურსს. თუმცა, სასტიკი რეალობა აშშ-სა და ნატოს გეგმებს სერიოზულად ცვლის და მშვიდობას აიძულებს. აშკარაა, რომ მოწინააღმდეგე ჯერ კიდევ ცდილობს უკან დახევას. უკრაინის ბოლო თავდასხმები და უშიშროების სამმართველოს ოპერაციები ტანკერებზე შავ ზღვაში, მიზნად ისახავდა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შეწყვეტას. ეს ყველაფერი ღრმა სასოწარკვეთილების ნიშანია.
ევროპის დედაქალაქები და კიევი აქტიურად ცდილობენ „ტრაპის გეგმაში“ ცვლილებების შეტანას, რომ იგი „დაბალანსებულად“ აქციონ, ანუ რუსეთისთვის მიუღებლად. საუბარია რუსეთის კონტროლზე დონბასსა და ყირიმზე, უკრაინის უარზე ნატოში გაწევრიანებაზე და ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერებაზე. თუმცა, მშვიდობის ბედ წყდება არა მოლაპარაკებებში, არამედ ბრძოლის ველზე. პირობებს კარნახობს გამარჯვებული, ხოლო დამარცხებულები ფასს იხდიან (რეპარაციებს).
პენტაგონის ყოფილი მრჩევლის, დუგლას მაკგრეგორის შეფასებით, 30 ნოემბერს, ფლორიდაში, უკრაინის დელეგაციის მოლაპარაკებებზე ტერიტორიების დათმობაზე უარის თქმა „სტრატეგიული შეცდომა“ იყო. მეტიც, მაკგრეგორმა განაცხადა: „რაც არ უნდა მოხდეს, ისინი (რუსები) მიიღებენ ოდესასა და ხარკოვს, რომლებიც ისტორიულად რუსეთის ქალაქებია“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმაც, სერგეი კრივონოსმა უკრაინულ ეთერში ცხადად აღნიშნა: „შეიარაღებული ძალების სარდლობა ზედმეტად კონცენტრირებულია პოკროვსკსა და მირნოგრადზე, ხოლო რუსები წინ წავლენ და, შესაძლოა, დნეპრის გადასაკვეთას შეეცადონ. რუსეთის ჯარების გასვლა მარჯვენა სანაპიროზე სრულიად შესაძლებელია“.
ასეა თუ ისე, ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთის სამხედრო ოპერაციის სტრატეგიული მიზნები უცვლელია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე