რამდენი ბინა გაიყიდა თბილისში - ოქტომბრის მონაცემები

თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა 13,1%-ით გაიზარდა, ძველ პროექტებში კი 4%-ით შემცირდა.
Sputnik
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. 2025 წლის ოქტომბერში თბილისში ბინებზე მოთხოვნა 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით 9%-ოთ გაიზარდა - გაიყიდა 4,2 ათასი ბინა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში.
მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა გაიზარდა 25,2%-ით და 336 მლნ დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა 13,1%-ით გაიზარდა, ძველ პროექტებში კი 4%-ით შემცირდა.
2025 წლის ოქტომბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი ცენტრთან ახლოს 25,1%-ით, ცენტრში -11,8%-ით გაიზარდა, გარეუბანში კი 9,9%-იანი ზრდა დაფიქსირდა (დაახლოებით 1193 დოლარამდე კვ მ).
თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი, 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით, გარეუბნებში 13%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრში -8,7%-ით, ცენტრთან ახლოს კი 1კვადრატული მეტრის ღირებულებამ 1.245 დოლარი შეადგინა.
კომპანიის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს დედაქალაქში ბინებზე მოთხოვნა 2023 წელთან შედარებით 2%-ით გაიზარდა - 41,3 ათასი ბინა გაიყიდა. საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა 12%-ით გაიზარდა და 2,8 მილიარდი დოლარი შეადგინა.