თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. 2025 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოში შიდა ტურისტების რიცხვი, გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 5,7%-ით შემცირდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე თვეში საშუალოდ იმოგზაურა ქვეყნის 375,7ათასმა მოქალაქემ. მათ განახორციელეს 1.743,3ათასი ვიზიტი (0,9%-ით ნაკლები 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით) სხვა დასახლებულ პუნქტებში, საიდანაც ტურისტული ვიზიტი 799,9 ათასი იყო.
საქართველოში ადგილობრივი მოგზაური მოსახლეობის ძირითადი ასაკია 31–50 წელი, მათ საერთო რაოდენობის 36,3% შეადგინეს. მოგზაურობის მთავარი მიმართულება იყო იმერეთის რეგიონი (352,3 ათასი) და თბილისი (307 ათასი).
სად იყვნენ და რამდენი დახარჯეს ადგილობრივმა ტურისტებმა
2025 წლის მესამე კვარტალში ყველაზე ხშირად იმოგზაურეს მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად. ხშირი იყო მოგზაურობები საყიდლებზე და სამკურნალოდ.
რეზიდენტი ტურისტების ვიზიტების მიზანი (ერთი თვის საშუალო მაჩვენებელი)
ვიზიტის მიზანი | ვიზიტების რაოდენობა, ათასი | წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში, % |
ვიზიტი ნათესავებთან და მეგობრებთან | 859,2 | 49,3 |
დასვენება და გართობა | 288,5 | 16,5 |
შოპინგი | 267,9 | 15,4 |
მეორე სახლის მონახულება | 134,0 | 7,7 |
მკურნალობა | 119,8 | 6,9 |
პროფსაქმიანობა | 33,2 | 1,9 |
სხვა | 40,8 | 2,3 |
შიდა ტურისტების საშუალო თვიურმა ხარჯმა 399,5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2,8%-ით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ერთი ადამიანის საშუალო ხარჯი თვეში შემცირდა 1,9%-ით და 229,1ლარი შეადგინა.
ვიზიტების დროს ფული უმეტესად დაიხარჯა საყიდლებზე, კვებასა და ტრანსპორტზე.
შიდა ტურისტების ხარჯები (თვის საშუალო მაჩვენებელი)
ხარჯის სახეობა | ხარჯი, მლნ ლარი | ერთი ვიზიტის ხარჯი, ლარი |
შოპინგი | 128,8 | 73,9 |
საჭმელი და სასმელი | 111,6 | 64,0 |
ტრანსპორტი | 63,4 | 36,4 |
განთავსება | 51,6 | 29,6 |
გართობა | 3,8 | 2,2 |
სხვა | 40,4 | 23,2 |
შიდა ტურისტებს შორის ქალები 57,8%-ს შეადგენენ.