„შავი პარასკევი": როგორ გაჩნდა საქართველოში ახალი ტრადიცია - ვიდეო

ბოლო წლებში „შავი პარასკევი" ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა და გამონაკლისი არც საქართველოა, ქვეყანაში „შავი პარასკევის" შესახებ განცხადებები თითქმის ყველა მაღაზიის რეკლამებში ჩნდება.
Sputnik
თუმცა, ცოტას თუ ახსოვს, როდის და რატომ გაჩნდა ეს აქცია. ტრადიცია აშშ-ში ჯერ კიდევ XIX საუკუნეში გაჩნდა - მადლიერების დღის მომდევნო პარასკევს იწყებოდა ტრადიციული საშობაო გაყიდვების სეზონი.
1941 წელს აშშ-ის მთავრობამ მადლიერების დღე ნოემბრის ბოლო ხუთშაბათს დააწესა. ტერმინი „შავი პარასკევი“ 1960-იან წლებში გაჩნდა და თავდაპირველად აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე გამოიყენებოდა. მას პოლიცია ხალხმრავლობის გამო ქუჩებში ქაოსისა და საცობების ხაზგასასმელად იყენებდა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ აქვს საკუთარი „შავი პარასკევის“ ტრადიციები, გაყიდვებისადმი ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. ეს დაკავშირებულია ონლაინ-ვაჭრობის განვითარებასთან და ქვეყანაში წარმოდგენილი საერთაშორისო ბრენდების მზარდი რაოდენობით. საქართველოში მოქალაქეები ელოდებიან ფასდაკლებებს, რათა განაახლონ გარდერობი, შეიძინონ საყოფაცხოვრებო და ელექტროტექნიკა.