წელს საზოგადოებრივ ტრანსპორტში გამოჩნდა საზოგადოებისადმი მოწოდებების შემცველი სტიკერები შევიწროების შემთხვევაში შესაბამისი ორგანიებისთვის დაუყოვნებლივ მიმართვასთან დაკავშირებით. შსს-ს 2024 წლის სტატისტიკის თანახმად, ექვსი თვის განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობის 97, ფსიქოლოგიური ძალადობის 419 და სექსუალური ძალადობის 20 შემთხვევა.
ძალადობის მსხვერპლთა ყველაზე დიდი რაოდენობა 25-44 წლის ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება, შემდეგ მოდის 18-24 წლის და 45-60 წლის ასაკობრივი ჯგუფები. საქართველო ქალთა მიმართ ძალადობას ებრძვის სხელმწიფო პროგრამების, „ცხელი ხაზების" და საზოგადოებრივი ინიციატივების მეშვეობით, ასევე გაძლიერდა პოლიციის მხრიდან კონტროლი - შესაძლებელია უწყებისთვის ანონიმურად მიმართვა.
ძალადობის მსხვერპლთათვის 24-საათიანი „ცხელი ხაზი" რამდენიმე ენაზე, მათ შორის რუსულ ენაზე უფასოდ მოქმედებს. არსებობს სხვა კრიზისული ხაზებიც, თუმცა საქართველოში ძალადობის მსხვერპლებს ურჩევენ, დაუყოვნებლივ დარეკონ ნომერზე 116 006.