თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია "მთავარი".
ადგილობრივების ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცი მდინარე ცივში თევზაობდა, რა დროსაც შემთხვევით ანკესი მაღალი ძაბვის სადენს გამოედო და ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.