1976 წელს „დინამომ" ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო. 1977 წელს ყოველკვირეულმა გაზეთმა „ფეხბურთი" ქართველი მოთამაშე „საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად" დაასახელა. 1981 წელს თბილისის „დინამომ", რომლის შემადგენლობაშიც იყო ყიფიანი, უეფას ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგო.
ყიფიანს საბჭოთა კავშირის ნაკრებში არცთუ ხშირად იწვევდნენ, რადგან იგი ლობანოვსკის და ბესკოვის ტაქტიკურ სქემებში არ ჯდებოდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ფეხბურთელმა 19 მატჩი ჩაატადა და 7 გოლი გაიტანა. მის ანგარიშზეა ორი თამაში სსრკ-ის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში, რომელშიც ორი გოლი გაიტანა.
1982 წელს, სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ყიფიანი მწვრთნელად მუშაობდა - იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. 49 წლის დავით ყიფიანი 2001 წლის 17 სექტემბერს ავიაკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა. თბილისში ფუნქციონირებს დავით ყიფიანის სახელობის სპორტის ბიბლიოთეკა.